სააკაშვილის გათავისუფლება იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის - სალომე ზურაბიშვილი
"სააკაშვილის შეწყალება ზეპოლარიზაციის საბაბი იქნება და არა დეპოლარიზაციის" - ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მესამე პრეზიდენტის შეწყალების საკითხზე "ტვ პირველის" ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საკუთარ სიტყვას ყოველთვის ასრულებს. ზურაბიშვილმა 3 ნოემბერს სააკაშვილის შეწყალებაზე თქვა, "არა და არასოდეს".
სიტყვას ყოველთვის ვასრულებ! არავინ არ არის ისეთი, ვისაც შეუძლია თქვას, რომ სიტყვა არ შემისრულებია. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საგანი, საბაბი და არა დეპოლარიზაციის. არ მგონია, ვინმემ ამაში გადამარწმუნოს. თვით სააკაშვილის დაბრუნება იქნა პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი"- თქვა ზურაბიშვილმა.