ცოლისთვის ნაჩუქარი ტყე - პრემიერი დუმს

29.01.22 14:56
ცოლისთვის ნაჩუქარი ტყე - პრემიერი დუმს

ცოლისთვის ნაჩუქარი ტყე - საქართველოს პრემიერ მინისტრრი "შაბათის ეთერის" საკნდალურ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დუმს. 

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ფოთში ჩავიდა, თუმცა უპასუხოდ დატოვა "პირველების" კითხვა - რატომ აჩუქა ხალხის კუთვნილი ტყე ნახავარი საუკუნით მის მეუღლეს ნუნუ თამაზაშვილს. 

როგორც მოსალოდნელი იყო მთავრობის მეთაურმა მიუთვის არაკომნფორტულ კითხვას არ უპასუხა და ტერირორია კოემნტარის გარეშე დატოვა. 

 

 

 

"ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ, დაადგინა და დოკუმენტებით გაამყარა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოლს, ნანუკა თამაზაშვილს, ბაკურიანში 5958 კვ,მ. ტყე აჩუქა.  ხალხის ტყე, კოხტას თავზე, რომელიც ნუნუ თამაზაშვილს ნახევარი საუკუნით გადაეცა,  ირაკლი ღარიბაშვილის ბაკურიანის ვილის გაგრძელებაა, ფაქტობრივად ეზოა. ტყით სარგებლობაში კი ღარიბაშვილების ოჯახი მხოლოდ 6225,9 ლარს გადაიხდის.