"ოცნებაში" გადასული გიორგი ნემსაძის ოჯახი კიკეთში მუხნარის ტყეს ჩეხავს - კალაძის კიდევ ერთი გადაწყვეტილება
დიდი ფეხბურთიდან "ქართულ ოცნებაში" გადასული გიორგი ნემსაძის ოჯახი კიკეთში მუხნარის ტყეს ჩეხავს - ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე "ნოდარ მელაძის შაბათმა" მოამზადა.
ირკვევა, რომ დედაქალაქის მერმა, თანაპარტიელის შვილებს ვილების მშენებლობის უფლება მისცა.
ირკვევა ისიც, რომ როცა ვილები ტყეში ვერ ჩატიეს, ნემსაძეებმა მუხის ხეები მალულად გაჩეხეს.
ადგილობრივებმა საქმის მასალები მათ შორის ამის ამსახველი ფოტოები რეაგირებისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გადააგზავნეს, თუმცა ერთი წელი გადის რაც გომელაურის სამინისტროს ძიება თაროზე აქვს შემოდებული.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, 2 უარის შემდეგ კახი კალაძემ კიკეთის ტყეში უკანონო მოჭრილი ხეების ადგილას, მშენებლობის ნებართვა, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გასცა, მას შმდეგ რაც მისი მეგობარი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე ცაგერის მერი გახდა და ოფიციალურად ქართლი ოცნების ჩინოვნიკების ჯარს შეურთდა.
ნახეთ ნატა ქაჯაიას რეპორტაჟი.