ვაჭრობა ბავშვების ჯანმრთელობით -როგორ იშორებს ოცნება ადამიანებს, რომლებიც უკვე აღარ სჭირდება
"ყველანაირად გამანადგურეს, ისარგებლეს და მერე ამ ნაგავსაყრელზე მომისროლეს" - ხელისუფლებას ამხელს ადამიანი, რომლის შვილის მძიმე დიაგნოზს, "ქართული ოცნება" არჩევნების წინ პოლიტიკური ქულების მისაღებად ამოეფარა.
"ნოდარ მელაძის შაბათი" გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს, უფლებადამცველ თამარ იარაჯულთან, რომელიც ხელისუფლებას ღიად უპირისპირდება და ამბობს, რომ არჩევნებზე გამოიყენეს, საბოლოოდ კი მოატყუეს.
"ოცნების" მთავარი ქომაგის მონაყოლი გამაოგნებელია, თამარ იარაჯული დეტალურად ყვება, როგორ წირავს ხელისუფლება მათ, ვინც უკვე ვიწროპარტიული ინტერესებისთვის აღარ სჭირდება, როგორ შეიძლება გადაუარონ აუტისტური პრობლემების მქონე ბავშვის დედას, მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურ ქსელში სხვა ბავშვების დახმარებას ითხოვს.
ხმაურიან საქმეში ფიგურირებენ - სუს-ის უფროსი, შსს-ს მინისტრი, თბილისის მერი და მმართველი ელიტის გვარები.
აუტისტური პრობლემების მქონე ბავშვის "ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების წინაც აქტიურად იყენებდა. "ოცნება" ირწმუნებოდა, რომ მათთვის ლისის ტერიტორიაზე გამოიყო მიწის ნაკვეთი, სადაც პირველად საქართველოში, სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდებოდა, და 200-ზე მეტი ბავშვი იმ დახმარებას მიიღებდა, რომელიც საქართველოში არ არსებობს, თუმცა საბოლოოდ ასეთი ცენტრი არ აშენდა.
"ამ მიწის გამო ამ ადამიანების მონა უნდა ვყოფილიყავი" - აცხადებს "შაბათის ეთერის" რესპოდენტი. თამარ იარაჯულის განცხადებით, ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის აშენების სანაცვლოდ მისგან ხელისუფლების ქებას აქტიურად მოითხოვდნენ.
შაბათის ეთერის მაყურებელი "ოცნების" ყოფილი მხარდამჭერისგან დღეს პირველად გაიგებს, როგორ სცადეს მისი სუს-ის შენობაში მოსყიდვა და ტერორი. მას შვილის მკურნალობისთვის საჭირო თანხა და გერმანიაში გაგზავნა შესთავაზეს"
ამ შენობაში ჩემი მიყვანის მიზანი იყო- შევეშინებინეთ"- აცხადებს უფლებადამცველი.
მისი თქმით, უთხრეს, რომ შვილის დახმარების ბრძანება პირდაპირ სუს-ის მაშინდელი ბოსისგან, ვახტანგ გომლაურისგან მოდიოდა: "იყო ფულის შემოთავაზება, ანუ სიჩუმის სანაცვლოდ მთავაზობდნენ, ჩემი შვილი გადამერჩინა"- თქვა იარაჯულმა, და იქვე აღნიშნა, რომ ფული არ აიღო და არც გერმანიაში მხოლოდ მისი შვილის გადაყვანაზეც უარი თქვა.
მან, სახელმწიფოს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი სარეაბილიტრაციო ცენტრის აშენება მოსთხოვა, სადაც 250-მდე ბავშვი თერაპიულ კურსს გაივლიდა. შეთანხმება შედგა, თუმცა ხელისუფლებამ პირობა არ შეასრულა.
არსებული ინფორმაციით, ამ ცენტრის ნაცვლად, ლისზე საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. ირკვევა, რომ ტერიტორია სადაც სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა აშენებულიყო, სამშენებლო კომპანია "კუბიკს" გადაეცა.
ეს ადამიანები, ლილუაშვილი, გიორგობიანი, გომელაური წყვეტენ, ადამიანს დასცინიან, რაღაც შოუ მოაწყვეს, ისარგებლეს და ამ ნაგავსაყრელზე მიმისროლეს"- აცხადებს იარაჯული.
თამარ იარაჯული პირდაპირ ამბობს, რომ კალაძის ამ გადაწყვეტილებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ფსიქიატრულ კლინიკაში მოხვედრისთვის გაწირეს.
ეს არის ადგილი, რომელსაც ძალიან ბევრი ბავშვი უნდა გადაერჩინა. მაგალითად ფსიქიატრიულში მოხვედრისგან. გავყიდეთ ბავშვები, ალბათ, ამ ტერიტორიაზე ვერასდროს ამოვლენ, იმიტომ რომ მალე, კორპუსებს წამოჭიმავენ"- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა.
მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი