მარტივი კითხვა რიმა ბერაძეს: Do you speak English?
ქართული ოცნების ელიტის ახალი გატაცება - ყველას ერთდროულად დოქტორის ხარისხი მოუნდა.
ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე თამთა დოლენჯაშვილმა ჩაატარა.
"შაბათის ეთერის" გუნდის წევრმა, მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, რიმა ბერაძეს მარტივი კითხვით მიმართა, Do you speak English?
უწყინარი შეკითხვის დასმა მას შემდეგ გახდა, საჭირო, რაც "ტვ პირველისთვის" ცნობილი გახდა, რომ დეპუტატი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. რიმა ბერაძე ახლა დოქტორანტია და მისაღებ გამოცდაზე ინგლისური ენა ჩააბარა.
ჩუღურეთის მაჟოტიტარმა დეპუტატმა თემის გასარკვევად მისულ ჟურნალისტს კარი მოუხურა, შტაბის წევრებმა კი "შაბათის ეთერის" გადამღებ ჯგუფის ძალის გამოყენებით გაყვანის სპეცოპერაცია დაიწყეს. ბერაძემ ადგილზე საპატრულო პოლიციაც კი გამოიძახა.
გაირკვა ისიც, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში, დეკან ივანე ჯაგოდნიშვილს გარსაუბრა. ეს უკანასკნელი "შაბათის ეთერთან" ადასტურებს რომ "ოცნების" დეპუტატი ნამდვილად მისი სტუდენტია, თუმცა იქვე ამბობს, რომ რამინა ბერაძე ჯერ მის ლექციას არ დასწრებია.
"შაბათის ეთერის" ხმაურიანი რეპორტაჟიდან ვიგებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახლა ბუმია, "ქართული ოცნების" წევრები და მაღალჩინოსნები, დოქტურანტურაში აბარებენ. ყველას დოქტორის სტატუსი უნდა და ყველა "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის სიდედრთან ხვდება.
კიდე ვინ მოხვდა ოცნებიდან უნივერსიტეტში, გაიგეთ თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟიდან.