ხმაური ბათუმში - ოპოზიციის წევრები უკანონო მშენებლობის ადგილზე არ შეუშვეს
ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის ადგილზე საკრებულოს ოპოზიციის წევრები მივიდნენ. ისინი მშენებლობის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციის წევრებმა პოლიცია გამოიძახეს, ისინი უკანონო მშენებლობებს აპროტესტებენ.
აუდიტმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მერია სათანადო კონტროლს ვერ უზრუნველყოფს. აუდიტმა ბათუმში 13 უკანონო მშენებლობა გამოავლინა.