"ოცნების" საგანგებო შეხვედრები სამეგრელოში - კობახიძე და მდინარაძე ზუგდიდში ჩავიდნენ
"ქართული ოცნება" სამეგრელოში შეხვედრებს მართავს. ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ზუგდიდში ჩავიდნენ. მმართველი პარტიის ლიდერები საგანგებო კონსუტაციებს მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან მართავენ. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი პოლიტიკური კრიზისის გამო ჩავიდნენ და ვადამდელი არჩევნების საკითხსაც განიხილავენ.