შევა თუ არა ენმ პარლამენტში - პარტიის გეგმები დღეს გახდება ცნობილი
"ტვ პირველის" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის, თუმცა ოფიციალურ განცხადებასპარტიაში დღეს, 12:00 საათზე გააკეთებენ. ენმ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებისთანავე აპირებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ცხიეში არაადამიანურ მოპყრობის ფაქტზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვოს.
ბევრნაირი აზრია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს ფრაქციის თავმჯდომარე აუცილებლად გაახმოვანებს, თუმცა პირდაპირ გეუბნებით, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკრეტული პრობლემები, რომელიც დღეს ჩვენ მოსახლოებას აწუხებს და არა ის, თუ რომელი პარტია რა საპარლამენტო ცხოვრებას აირჩევს თუ არასაპარლამენტოს და რა სტრატეგია და რა გეგმა ექნება. ზუსტად ვიცით, რომ კონკრეტული გეგმა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, როგორ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ არჩევნები ჩანიშნოს და ყველა ხერხი ამისთვის არის გამოსაყენებელი, პარტიას აქვს გონივრული გადაწყვეტილება მიღებული, რომელსაც საზოგადოება გაიგებს", - ამბობს ხაბეიშვილი.