სააკაშვილის ულტიმატუმის ვადა იწურება - რას გეგმავს მესამე პრეზიდენტი?

31.01.22 11:48
სააკაშვილის ულტიმატუმის ვადა იწურება - რას გეგმავს მესამე პრეზიდენტი?

ულტიმატუმის ვადა იწურება - მიხეილ სააკშვილის მოთხოვნების შესრულებამდე იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე საათი რჩება. მსჯავრდებული პრეზიდენტი რამდენიმე კვირაა ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, ციხეში პირადი ექიმის შესვლას და ადვოკატებთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლებას ითხოვს, თუმცა ბრეგაძის უწყება დუმს. 

თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება მიხეილ სააკაშვილი პროტესტის რადიკალურ და უკიდურეს ფორმას აანონსებს.

როგორ გაგრძელდება დაპატიმრებული პრეზიდენტის პროტესტი ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც მასთან მისი თანაგუნდელები და ადვოკატები შევლენ.

ორგანიზაცია "ემპათიაში" ამბობს, რომ თუ სააკაშვილი შიმშილობას გამოაცხადებს, ეს მძიმე შედეგს გამოიღებს. 

უკიდურესი ფორმის მიღება და შიმშილობა სრულიად გამორიცხულია, მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, რომ ამ ზომას არ მიმართოს. არ ღირს ჯანმრთელობის ფასად არანაირი სხვა მოქმედება არ ღირს. 

იუსტიციის სამინისტროს კი ვეტყვი, რომ იყოს მ,ართლზომიერი, დაიცვას კანონი და დაუყოვნებლივ შეუშვას მიხეილ სააკაშვილთან ექიმები და მათ შორის ექსპერტები"- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

"ემპათიას" ცელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ, რომ სტრასბურგმა უზრუნველჰყოს მესამე პრეზიდენტთან დამოუკიდებელი ექსპერტების შეშვება, რასაც პენიტენციური სამსახური ერთ თვეზე მეტია არ აკეთებს.  

ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ მივმართოთ ადამიანი უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა შეუშვან ექპერტები"- თქვა ექსპერტმა.