ხმაური ბათუმის მერიაში - არჩილ ჩიქოვანის კაბინეტს პოლიცია იცავს
ბათუმის საკრებულოში, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო, ვითარება კვლავ დაძაბულია. ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის კაბინეტს პოლიცია იცავს. მანამდე კი არჩილ ჩიქოვანის მისაღებიდან ოპოზიციის წევრები კრიმინალურმა პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა. ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ასლან აბაშიძის რეჟიმს დაემსგავსა და საკრებულოს წევრებს სამსახურში არ უშვებს.
90-იანი წლების დასაწყისში ბათუმის საკრებულოს არჩეულ წევრებს ამ შენობაში არ უშვებდნენ. ამაშიც დაემსგავსა რიჟვაძე ასლან აბაშიძეს. იქ ვართ დღეს ჩვენ", - ამბობს გიორგი კირთაძე.