"ოცნებამ" რუსთავში ძალაუფლება დაკარგა - საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას თანაპარტიელი აირჩიეს

31.01.22 13:14
"ოცნებამ" რუსთავში ძალაუფლება დაკარგა  - საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას თანაპარტიელი აირჩიეს

"ქართულმა ოცნებამ"   რუსთავში ძალაუფლება დაკარგა. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი გიორგი გახარიას თანაპარტიელმა,  ნოდარ შეროზიამ დაიკავა.  შეროზიას მხარი ოპოზიციის სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა. "ქართული ოცნების" წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ბოიკოტის რეჟიმში არიან. 2-მა დეპუტატმა პოსტი დატოვა და არც თანამდებობების გადანაწილებაში მიიღებენ მონაიწლეობას.