საგამოძიებო კომისია პარლამენტში - "ლელო" ენმ-ს ინიციატივას სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს
"ლელო" მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ფრაქცია "ლელოს' ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თქვა. ჯაფარიძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც დოკუმენტს გაეცნობიან.
ოპოზიციურმა პარტიებმა მაქისმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტიტუცია იმისათვის, რომ ვამხილოთ "ქართული ოცნების" მოქმედებები, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ყველგან ვიბრძვით მათი უფლებების დასაცავად. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ კარგია მათი გადაწყვეტილება, რომ ისინი გააქტიურდებიან პარლ;ამენტში, ეს აძლიერებს ოპოზიციურ ფლანგს.
საგამოძიებო კომისიები, რომელიც იქნება ინიცირებული ოპოზიციური პარტიების მიერ, რა თქმა უნდა, მათ ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ და იმ შემტხვევაში, თუ ეს კომისია ემსახურება სიმართლის დადგენას, რა თქმა უნდა ამ კომისიების შექმნას მხარს დავუჭერთ", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ცნობისთვის, პარლამენტში ოპოზიცია ორი საგამოძიებო კომისიის შექმნას აპირებს. პირველი, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, ხოლო მეორე - ანტოკორუფციული საგამოძიებო კომისია. კომისიების შესაქმნელად 50 დეპუტატის ხმა არის საჭირო.