მიშა, შენი შიმშილობა არ შეიძლება, ეს ძალიან მძიმე შედეგს გამოიწვევს - სააკაშვილის ძმის მიმართვა

31.01.22 13:49
მიშა, შენი შიმშილობა არ შეიძლება, ეს ძალიან მძიმე შედეგს გამოიწვევს - სააკაშვილის ძმის მიმართვა

მიშას მდგომარეობა არის გაუარესებული, მისი გადასაწყვეტია პროტესტის რა ფორმას მიმართავს, მაგრამ მინდა ვთხოვო, რომ მისთვის შიმშილობა არ შეიძლება, ეს ძალიან მძიმე შედეგს გამოიწვევს - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ "ტვ პირველს" განუცხადა.

გიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა მისი ძმის მდგომარეობა კვალიფიციურმა ექიმებმა შეაფასონ.

მიშას მდგომარეობა გაუარესებულია,  აქვს ჰიპერტონიული წნევა, აღენიშნება ნერვოლოგიური პრობლემები. 

საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების საშუალებით, უნდა მივიაღწიოთ, იმას რომ ექიმებმა ნახონ და შეაფასონ არსებული მდგომარეობა. 

ულტიმატუმის ვადა რამდენიმე საათში იწურება - მიხეილ სააკშვილის მოთხოვნების შესრულებამდე იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე საათი რჩება. მსჯავრდებული პრეზიდენტი რამდენიმე კვირაა ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, ციხეში პირადი ექიმის შესვლას და ადვოკატებთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლებას ითხოვს, თუმცა ბრეგაძის უწყება დუმს. 

თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება მიხეილ სააკაშვილი პროტესტის რადიკალურ და უკიდურეს ფორმას აანონსებს.

როგორ გაგრძელდება დაპატიმრებული პრეზიდენტის პროტესტი ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც მასთან მისი თანაგუნდელები და ადვოკატები შევლენ.