ერთადერთი ამოცანა არის ახალი ცხელი წერტილის შექმნა - ვოლსკი ენმ-ს გადაწყვეტილებაზე

31.01.22 15:02
ერთადერთი ამოცანა არის ახალი ცხელი წერტილის შექმნა - ვოლსკი ენმ-ს გადაწყვეტილებაზე

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოსლკი, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას ეხმაურება.  ვოლსკი მიიჩნევს, რომ ენმ-ს მიერ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც სააკაშვილის მიმართ უფლებების შესაძლო დარღვევვის საკითხი უნდა გამოიძიოს, მხოლოდ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას ემსახურება. 

არავის ქონდეს ილუზია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შემოსვლა საზოგადოების ინტერესებით არის განპირობებული. ერთადერთი ამოცანა არის ახალი ცხელი წერტილის შექმნა იმ კომისიის შექმნის საკითხის დაყენება, რომელმაც უნდა შეაფასოს თავად მწამებელი სააკაშვილის  მიმართ იყო თუ არა დარღვეული, რამე  კანონი", - ამბობს გია ვოლსკი. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი შეწყვიტა და საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.