ქუჩაში არის მათი ადგილი და ქუჩაში დარჩებიან - სუბარი ენმ-ზე

31.01.22 15:09
ქუჩაში არის მათი ადგილი და ქუჩაში დარჩებიან - სუბარი ენმ-ზე

"ქუჩაში არის მათი ადგილი და ქუჩაში დარჩებიან", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტაზე. სუბარი არც ენმ-ს იმ  ინიციატივას უჭერს მხარს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ენმ საგამოძიებო კომისიას გასართობად ქმნის.

პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც შეიძლება ხულიგნური ქცევებით გამოირჩეოდნენ პარლამენტარებინ და სადაც გართობისთვის რაღაც საკითხებს აყენებდნენ - ეს ძალიან არასერიოზულია მსგავსი ფორმით საგამოძიებო კომისიის შექმნა. სკეპტიკურად ვარ განწყობილი და პირადად ჩემგან ამ კომისიას  არ ექნება. ქუჩაში არის მათი ადგილი და ქუჩაში დარჩებიან საბოლოოდ", - თქვა სოზარ სუბარმა. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი შეწყვიტა და საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.  პარლამენტში ოპოზიცია ორი საგამოძიებო კომისიის შექმნას აპირებს. პირველი, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, ხოლო მეორე - ანტოკორუფციული საგამოძიებო კომისია. კომისიების შესაქმნელად 50 დეპუტატის ხმა არის საჭირო.