ქვეყანაში ახლი საპროტესტო ტალღა იწყება - პირველი ლოკაცია რატი ბრეგაძის უწყებაა
"თავისუფლება მიშას" იუსტიციის სამინისტროსთან, არასამთავრობო ორგანიზაცია "მიშას სექტორი" რატი ბრეგაძის უწყებასთან საპროტესტო აქციას მართავს.
ადგილზე შეკრებილები საქართველოს მესამე პრეზიდეენტის უფლებების დაცვასმოითხოვენ. აქტივისტები რატი ბრეგაძისგან განმარტებას მოითხოვენ, აპირებს თუ არა ის სააკაშვილის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთში გეზს რუსთავის ციხისკენ აიღებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცადონ. 12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან აქტივისტები პროტესტის კიდევ ერთ ლოკაციას დაასახელებენ და საღამოს სწორედ ამ აქციაზე გაჟღერდება "მიშას სექტორის" სამოქმედო გეგმა.
მსჯავრდებული პრეზიდენტი კი რამდენიმე კვირაა ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, ციხეში პირადი ექიმის შესვლას და ადვოკატებთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლებას ითხოვს, თუმცა ბრეგაძის უწყება დუმს.
თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება მიხეილ სააკაშვილი პროტესტის რადიკალურ და უკიდურეს ფორმას აანონსებს.