მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა არ მოგცათ ერთპიროვნული ძალაუფლება, ქმნით კრიზისს - ბერდია სიჭინავა "ოცნებას"

31.01.22 15:23
მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა არ მოგცათ ერთპიროვნული ძალაუფლება, ქმნით კრიზისს  - ბერდია სიჭინავა "ოცნებას"

 პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა რუსთავში მათი პარტიის  წევრის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის ფაქტს გამოეხმაურა.სიჭინავას თქმით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა მმართველ პარტიას არ მისცეს ერთპიროვნული ძალაუფლება, "ქართული ოცნება"  ხელოვნურად ქმნის კრიზისს.

ნოდარ შეროზია არჩეულ იქნა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ, ხაზს ვუსვამთ, არჩეული ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებების და ყოველგვარი წინასწარი სეტანხმების და  ვალდებულების გარეშე ან „ოცნებასთან“ ან „ნაცმოძრაობასთან“. ამიტომ, ორივეს, „ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“ მიღებული მანდატების შესაბამისად, მოვუწოდებთ, მათი მიღებული მანდატების შესაბამისად შემოვიდნენ საკრებულოში და აიღონ პასუხისმგებლობა.

 სიმართლე არის ის, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა არ მოგცათ უმრავლესობა, ვერ ეგუებით ვერაფრით, რომ არ გაქვთ ერთპიროვნული ძალაუფლება, ამიტომ, ქმნით კრიზისს და გინდათ, რომ დანიშნოთ ხელახალი არჩევნები.", - თქვა ბერდია სიჭინავამ.

"ქართულმა ოცნებამ"   რუსთავში ძალაუფლება დაკარგა. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი გიორგი გახარიას თანაპარტიელმა,  ნოდარ შეროზიამ დაიკავა. ეს ფაქტი მმართველმა პარტიამ გახარიას ენმ-სთან გარიგებად შეაფასა.