რუსთავში დღეს ქართული ოცნება დამარცხდა! - ნიკა მელია
რუსთავში დღეს ქართული ოცნება დამარცხდა! - ენმ-ს თავმჯდომარე რუსთავის საკრებულოში, თავმჯდომარის ასარჩევად, ოპოზიციურ შეთანხმებას ეხმიანება და წერს, რომ ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას მიესალმება.
რუსთავში დღეს ქართული ოცნება დამარცხდა! - მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცლაა!
რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დარწმუნებული ვარ სენაკსა და ზუგდიდშიც დამარცხდება ოცნება და აუცილებლად ბათუმშიც.
ასე ნაბიჯ ნაბიჯ უნდა შევამციროთ ოცნების შანსები მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით აკონტროლოს ჩვენი ქალაქები და სოფლები!
ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს ამ საქმეში!" წერს ნიკა მელია.
"ქართულმა ოცნებამ" რუსთავში ძალაუფლება დაკარგა. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი გიორგი გახარიას თანაპარტიელმა, ნოდარ შეროზიამ დაიკავა. ეს ფაქტი მმართველმა პარტიამ გახარიას ენმ-სთან გარიგებად შეაფასა.