საოცრება ხდება საქართველოში - საქართველოს ხელისუფლებამ რუსი ოპოზიციონერი ქვეყანაში არ შემოუშვა
რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს - პოლიტიკოსი ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.
მისი თქმით, თბილისში უკრაინიდან ოფიციალური მოწვევით ჩამოვიდა, თუმცა ქართველმა მესაზღვრეებმა არ შემოუშვეს.
დმიტრი გუდკოვი რუსეთის სათათბიროს ყოფილი დეპუტატი და პუტინის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა. ის რუსეთის ხელისუფების რეპრესიების მსხევრპლი არაერთხელ გამხდარა.
„კიევიდან თბილისში ჩამოვფრინდი აქტივისტებთან შესახვედრად. მაქვს მოწვევაც. საზღვარზე მითხრეს, რომ უკან კიევში მოახდენენ ჩემს დეპორტირებას. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება არ შემიშვას ქვეყანაში. იმის მიუხედავად, რომ უამრავი შეხვედრა მაქვს დაგეგმილი, გადახდილი მაქვს სასტუმრო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ახლახანს ლუბოვ სობოლი გააძევეს. საოცარი ამბები ხდება საქართველოში, მეგობრებო“- აცხადებს ოპოზიციონერი.