ტექსტში ცვლილება არ შევა - „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთი არ ახსენა
უკრაინის მხადამჭერი რეზოლუციის ტექსტში ცვლილება არ შევა - პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ისე დაარეგისტრირა, რომ მასში რუსეთი ნახსენები არ არის. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ტექსტში მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს, რომ რუსეთი აგრესორია. ხათუნა სამნიძის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული რეზოლუციის შინაარსი ქვეყნის პოზიციას არ ასახავს.
სამწუხაროა, რომ ტექსტი, რომელიც წარმოდგენილია არ ასახავს არც ჩვენი მოქალაქეების პოზიციას და არც ჩვენი ქვეყნის პოზიციას", - ამბობს ხათუნა სამნიძე.
თუ რეზოლუციაში არ იქნება ჩაწერილი რუსეტის ფედერაცია, ეს რეზოლუცია კარგავს საერთოდ აზრს", - ამბობს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია "ოცნების" მიერ შეთავაზებულ რეზოლუციას მხარს არ დაუჭერს, ეს მათთვის ტრაგედია არ იქნება.
შევეცადეთ დაგვედო ისეთი ტექსტი, რომელშიც შემდავებელი არავინ იქნებოდ, თუ "ნაც მოძრაობა" არ დაგვიჭერს მხარს, ეს დიდი უბედურება ჩვენთვის არ იქნება იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერილი რეზოლუცია გვახსოვს", - ამბობს მამუკა მდინარაძე.