მოვლენათა ეპიცენტრი მთავრობის კანცელარია ხდება - "მიშას სექტორი" უწყვეტ აქციებს იწყებს
მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმის შეშვების მოთხოვნით, ორგანიზაცია "მიშას სექტორის" წევრები მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ.
მათი თქმით, კანცელარიასთან იქამდე დარჩებიან, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი ალტერნატიული სამედიცინო დახმარებით არ ისარგებლებს.
ქართულმა ოცნებამ სხვა სხვა გზა არ დაგვიტოვა. საზოგადოება ერთი თვეა ელოდება პასუხს - რა ხდება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიმართებით. ხომ შეიძლება, რომ მას წამლავდნან?! ხომ ძეიძლება, ისეთ საძილე წამლებს აძლევდნენ, რომელიც საჭირო არ არის?!
ადამიანს არ ეძლევა შეხვდეს პირად ექიმს, რომრლსაც ენდობა. ექიმს არ ეძლევა უფლება შევიდეს დაწესებულებაში და ობიექტური ინფორმაცია გამოიტანოს.
ბუნებრივია, ჩვენ მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას ვითხოვთ, რადგან ის არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლია. სხვა არ დაგვიტოვა "ქართულმა ოცნებამ", ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ყველას ვერ იყიდის"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მანჩი ანდღულაძემ.