ექსპერტების ჯუფის რჩევები გათვალისწინებული და შესრულებული უნდა იქნას - ჰარცელი სააკაშვილზე

31.01.22 17:25
ექსპერტების ჯუფის რჩევები გათვალისწინებული და შესრულებული უნდა იქნას  - ჰარცელი სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმე - საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით მიმდინარე პროცესებს სამი მიმართულებით აკვირდებიან.

მისი თქმით, სამედიცინო ექსპერტების რჩევები გათვალისწინებული და შესრულებული უნდა იყოს. 

თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ევროკავშირი ამ საკითხს სამი მიმართულებით უყურებს. პირველი იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეორე - მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როგორც პატიმრის და მესამე - მისი სატანადო სამართლებრივი პროცესი. ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. 

ასევე ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ, სამედიცინო ექსპერტების ჯგუფი იყო შესული სახალხო დამცველის ეგიდით,  ასევე მესამე პრეზიდენტთან სხვა სამედიცინო პერსონალსაც ჰქონდა. მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ის, რომ ექსპერტების რჩევები გათვალისწინებული და შესრულებული იქნას"-  თქვა ჰარცელმა.