"რუსეთის ხელისუფლების გავლენით მიღებული გადაწყვეტილება იყო" - ექსკლუზიური ინტერვიუ გუდკოვთან
საქართველოდან დეპორტირებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი "პირველებთან" მომხდარის შესახებ საუბრობს. გუდკოვის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არა რომელიმე მესაზღვრემ, არამედ სახელმწიფომ მიიღო.
როგორც კი პასპორტი მივაწოდე, მკითხეს პირველად ვიყავითუ არა თბილისში. ვუთხარი, რომ "კი". ამის შემდეგ მითხრეს, უფროსი მოვიდოდა და მას უნდა გავყოლოდი. შემიყვანეს ოთახში სადაც იყო ხელმძღვანელი პირის სამუშაო სივრცე. წაიღეს ჩემი პასპორტი და ნახევარი საათი მალოდინეს. ამის შემდეგ ჩემთან მოვიდა პირი, რომელმაც მითხრა, რომ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება არ შემომიშვან საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არ ყოფილა რომელიმე მესაზღვრის გადაწყვეტილება, მე მითხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფომ, - ამბობს გუდკოვი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მისი არ შეშვება რუსეთის ხელისუფლების გავლენით მოხდა.
არასდროს არცერთი ქვეყნიდან დეპორტირებული არ ვყოფილვარ. მათ იცოდნენ ვინ ვიყავი, ფლობდნენ დეტალურ ინფორმაციას ჩემი საქმიანობის შესახებ. მე საქართველოში ჩამოვედი ჩემი შტაბის ყოფილ წევრებთან და რუსეთდან დევნილ ადამიანებთან შესახევდრად. ისინი ახლა თბილისში არიან. მქონდა დაგეგმილი შეხვედრები დიპლომატებთან. რუსეთის ხელისუფლების გავლენით მიღებული გადაწყვეტილება - ეს არის ის, რაც ახლა თავში მიტრიალებს, სხვა ხსნას ვერ ვუძებნი, - ამბობს გუდკოვი.
რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს.მისი თქმით, თბილისში უკრაინიდან ოფიციალური მოწვევით ჩამოვიდა, თუმცა ქართველმა მესაზღვრეებმა არ შემოუშვეს.
დმიტრი გუდკოვი რუსეთის სათათბიროს ყოფილი დეპუტატი და პუტინის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა. ის რუსეთის ხელისუფების რეპრესიების მსხევრპლი არაერთხელ გამხდარა.