"ოცნება" გუდკოვის მიმართ იყენებს იმ მუხლებს, რომელიც გავრილოვის მიმართ უნდა გამოეყენებინა - დეკანოიძე
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დმიტრი გუდკოვის საქართველოდან გაძევებას ეხმიანება. დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ის მუხლები, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება გუდკოვის მიმართ იყენებს, თვაის დროზე გავრილოვის მიმართ უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
შსს აცხადებს, რომ გუდკოვის მიმართ იყენებს იმ მუხლებს, რომელიც უნდა გამოეყენებინა გავრილოვის მიმართ, ეს გულისხმობს იმას, რომ ზუსტად შეთანხმებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ მათ არ სურდათ რუსი ოპოზიციონერი,. ნავალნის ერთ-ერთი პარტნიორი საქართელოში ეხილათ, ეს არის მავნებლური პოლიტიკა ზუსტად რუსეთთან, - თქვა დეკანოიძემ.
რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს.მისი თქმით, თბილისში უკრაინიდან ოფიციალური მოწვევით ჩამოვიდა, თუმცა ქართველმა მესაზღვრეებმა არ შემოუშვეს.
დმიტრი გუდკოვი რუსეთის სათათბიროს ყოფილი დეპუტატი და პუტინის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა. ის რუსეთის ხელისუფების რეპრესიების მსხევრპლი არაერთხელ გამხდარა.