უკანონო მშენებლობა თბილისში - ოპოზიცია მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს
უკანონო მშენებლობა კახეთის გზატკეცილზე - ოპოზიცია ირწმუნება, რომ თბილისის მერიამ რეკრეაციულ ზონაში სავაჭრო ცენტრის მშენებელობის უფლება ერთ-ერთ კომპანიას კორუფციული გარიგების შედეგად მისცა.
ირაკლი ნადირაძის თქმით, კომპანია "მოდუსი" და ეს ტერიტორია ძმებ დარციძეებს ეკუთვნით, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენები არიან და ხელისუფლებას ხშირად აფინანსებენ.
"მოდუსი" აქ ისედაც ფლობდა ტერიტირიას, 2018 წელს დამატებით 9 300 კვადრატული მიწის ნაკვეთი კონკურენციის გარეშე იყიდა აუქციონზე. ეს იყო და დღემდე არის რეკრეაციული ზონა 2, სადაც მსგავსი მშენებლობა არ შეიძლება"- თქვა საკრებულოს დეპუტატმა.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ლევენ ხაბეიშვილი კი აღნიშნავს, რომ დოკუმენტაცია, რომელიც 2019 წლით თარიღდება, ადასტურებს, რომ ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებელი იყო, თუმცა ერთი წლის წინ, შენობა მაინც აშენდა.
კალაძემ სავაჭრო ცენტრის მშენებლობის უფლება უკანონოდ გასცა. მშენებლობა რომ უკანონოა, ამის დოკუმენტაცია თავად შექმნეს. 300 მეტრშია ის ობიექტები, სადაც ბულდოზერებით, პატრულის ძალით ლამის სპეცრაზმით არბევენ ადამიანებს, რომ თქვენ უკანონოდ აშენებთო, მაგრამ სავაჭრო ცენტრი ისე ააშენებინეს, პასუხიც კი არავინ მოსთხოვა, ობიექტი ფაქტობრივად ვაჭრობს. თუმცა არანაირი დოკუმენტაცია - საჯარო რეესტრიდან დაწყებული, დედაქალაქის მერიის ნებართვით დამთავრებული, ბუნებაში არ არსებობს"- განაცხადა ხაბეიშვილმა.