სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება - ლონდა თოლორაია დიმპლომატიურ კორპუსს ხვდება

01.02.22 11:52
სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება - ლონდა თოლორაია დიმპლომატიურ კორპუსს ხვდება

სახელმწიფო ინსპექტორის  გაუქმებამდე რამდენიმე კვირით ადრე უწყები ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატს და საერტაშორისო ორგანიზაციის წარმოამდგენელს ხვდება. ინსპექტორი პარტნიორებს უწყების ანაგარიშს წარუდგენს. შეხვედრაზე საუბარი ინპსპექტორის სამსახურის  წინააღმდეგ "ქართული ოცნების" შტურმსაც შეეხება. 

თოლორაია დარწმუნებულია,  რომ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება მიზნად მის სახლში გაშვებას ისახავდა. უწყების ყოფილი ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც მათ მიმართეს, სხდომას 1 მარტამდე, ანუ სახელმწიფო ინსპექტოირის გაუქმებამდე ჩამიშნავს. 

ამ სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლის მიზანს. ეს მიზანი, პრინციპში, მიღწეულია, იმიტომ, რომ 1 მარტიდან კნონის საფუძველზე იცით, რომ მე აღარ ვარ სახელმწიფო ინსპექტორი. ჯერჯერობით ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოდან არ შეგვხმიანებიან, რომ რაიმე სხდომა ჩაინიშნა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სხდომა ჩაინიშნება 1 მარტამდე. ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს ასევე დროებითი ღონისძიება, რომ შეჩერდეს ამ ნორმების მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გაყოფას და ამ ორი სამსახურის ორი ახალი ხელმძღვანელის არჩევას, იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება და როგორც კი დაასრულებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საკანონმდებლო ფუნქციონირებს, ჩაანაცვლებს მას ორი ახალი სამსახური, - თქვა თოლორაიამ. 

შეხვედრას ესწრებიან აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და  ასევე ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესწრებიან, მათ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვეს.