სახწელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი წინაპირობა იყო - კარლ ჰარცელი

01.02.22 12:23
სახწელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი წინაპირობა იყო - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყევტილებას ნაჩქარევს უწოდებს. დიპლომატის თქმით, აღნიშული უწყება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა. 

მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, ძალიან მნიშვნელოვანია, ინსპექტორის სამსახურის როგორც როლი, ასევე მუშაობა, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია იმან, რაც ხდებოდა ამ სამსახურთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ახალ წლმადე ზუსტად   მოხდა ნაჩქარევად ამ კნონის მიღება და არ იყო ინკლუზიური ჩართვა სხვადასხვა მონაწილეებს ამ პროცესში. ჩვენ დაინტერესებულები ვართ თუ როგორ განვიტარდება მოვლენები. სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი იყო ერთ-ერთი წინაპირობა ვიზალიბერალიზაციის, - თქვა ჰარცელმა. 

სახელმწიფო ინსპექტორის  გაუქმებამდე რამდენიმე კვირით ადრე უწყები ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატს და საერტაშორისო ორგანიზაციის წარმოამდგენელს ხვდება. ინსპექტორი პარტნიორებს უწყების ანაგარიშს წარუდგენს.  შეხვედრას აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და  ასევე ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესწრებიან.