საგარეო კომიტეტის სხდომა დასრულდა - "ოცნებამ" რუსეთი ისევ არ ახსენა

01.02.22 12:54
საგარეო კომიტეტის  სხდომა დასრულდა - "ოცნებამ" რუსეთი ისევ არ ახსენა

საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა, სადაც დეპუტატები უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციას განიხილავდნენ, დასრულდა.  "ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტი ისე დაამტკიცა, რომ ოპოზიციის არცერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა. თუ რატომ ვერ ბედავს ხელისუფლება დოკუმენტში რუსეთის ხსენებას, მმართველი გუნდი არგუმენტირებულად ვერ პასუხობს. 

ოპოზიცია სხდომაზე ალტერნატიული წინადადების დაყენებას ითხოვდა, რომელიც "ქართული ოცნების" რეზოლუციის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ მასში რუსეთი აგრესორად იყო მოხსენიებული.