"თქვენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს" - სამხარაძე სამადაშვილს

01.02.22 13:11
"თქვენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს" -  სამხარაძე სამადაშვილს

უმწვავესი დაპირისპირება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი განიხილეს, ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, "ქართულმა ოცმნებამ" რეზოლუციის ტექსტში რუსეთი საერთოდა არ ახსენა. 

ხელისუფლებამ ალტერნატიული წინადადების დაყენება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა, რაც საბოლოოდ კომიტეტის თავმჯდომარემ არ გაიზიარა, მეტიც სამხარაძემ სალომე სამადაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.

"სირცხვილიც დაკარგეთ, თქვენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს. სირცხვილიც დაკარგეთ, წარმოუდგენელი ამბავია“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მანამდე სამხარაძემ სამადაშვილს 'დამშვიდებისკენ" მოუწოდა: 

"- ქალბატონო სალომე დამშვიდდით და ნუ უზრდელობთ, ნუ მეჩრებით პირში"- მიმართა ოპოზიონერ დეპუტატს მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, რაზეც სამადაშვილმა თქვა:  "გეჩრებით, იმიტომ რომ ვერ მიგყავთ კომიტეტის სხდომა, რატო ხართ მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე, პლენარული სხდომა უნდა დაიწყოს სადაც არის და ვერ მივედი ძირითად საკითხზე მსჯელობაზე, კლოუნადის საყურებლად არ მოვსულვართ".