ხმაურიანი სხდომის მოლოდინში - პარლამენტში საგაზაფხულო სესია იწყება
პარლამენტში დღეს პირველი საგაზაფხულო სესიაა ჩანიშნული. რამდენიმე თვიანი ბოიკოტის შემდეგ სხდომას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" დაესწრება. ხელისუფლების ოპონენტები საკანონმდბელო ორგანოში უკრაინის და საქართველოს დროშებით მივიდნენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ოპოზიციის დღავანდელი თემა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას შეეხება.
არის მოლოდინი, რომ სესია საგარეო საქმეთა კომიტეტის მსგავსად ხმაურიანი იქნება.