ნუ მეჩრებით პირში, დაიწყნარეთ ნერვიული აპარატი - გიგი უგულავა მოსამართლეს
ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს გიგი უგულავას სასამართლო პროცესი - ერთმანეთს ოპოზიციონერი და მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი არაერთხელ დაუპირიპირდნენ.
უგულავამ კოჭლამაზლამაზაშვილს უთხრა, რომ დანაშაულის თანამონაწილეა, რადგან მან პროკურატურას არ მოუწოდა, საერთაშორისო აეროპორტში გადაღებული კადრები ამოეღო. საპასუხოდ, კი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ უგულავას უთხრა, რომ "ყვირილისგან" თავი შეეკავებინა.
"ნუ მიყვირი", - მიმართა ბადრი კოჭლამაზაშვილმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს.
მაშინ დამაცადეთ საუბარი, გაჩუმდით და მომისმინეთ. ამდენი დრო არ დაიკარგებოდა, რომ გამოძიებას კეთილი ენება და ის კადრები ამოეღო, რომელზეც ასე ხელისცეცებით საუბრობენ მოწე და ბატონი ადვოკატი"- თქვა უგულავამ მოსამართლის საპასუხოდ, რაზეც კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ დაზარალებულები გამოკითხა.
მგონი 5 წუთი უნდა დაისვენოთ, გადახვედით წითელ ხაზებს. თქვენთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია და თქვენც კარგად იცით, რომ ჩვეულებრივ ფარსში მონაწილეობთ"- თქვა უგულავამ.
დღეს სასამართლოს ჩვენება მესაზღვრე პატრულმა პაატა ბახტურიძემ მისცა, რომელიც ამტკიცებს, რომ ინცინდენტის თვითმხილველია.
"ვხედავდი, ბატონი გიგი ხელს იქნევდა, გავაშელიშვილს ნიკაპში ხვდებოდა, თუ ზურგში, ტკიოდა, თუ არ ტკიოდა, არ ვიცი, ბადრი ჩემკენ ზურგით იდგა, ისიც ხელებს იქნევდა, ისიც ხელით რეაგირებდა... ბატონ გოკას ფეხი სტკიოდა და გადაადგილება უჭირდა. ბადრი გავაშელიშვილს მოტკეცილი მაისური ეცვა, ყელთან ჩამოხეული ჰქონდა, თვითონ აღელვებული, ანერვიულებული იყო, მიუთითებდა, ბატონ გიგიზე, შეურაცხყოფა მომაყენაო",- განაცხადა ბახტურიძემ.
გიგი უგულავამ მოწმეს მიმართა, დაესახელებინა, ჰქონდა თუ არა მას ინციდენტის შემდეგ დაზიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბახტურიძემ განაცხადა, რომ შესაძლებელია, დაზიანება უგულავასაც ჰქონოდა, თუმცა, მან ტერიტორიიდან ბადრი გავაშელიშვილი განარიდა.