ნებართვა თბილისის მერიას არ გაუცია - კალაძე უკანონო მშენებლობაზე

01.02.22 13:59
 ნებართვა თბილისის მერიას არ გაუცია - კალაძე უკანონო მშენებლობაზე

უკანონო მშენებლობა კახეთის გზატკეცილზე - დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ირწმუნება, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ კომერციული დანიშნულების შენობა უკანონოდ ააშენა, რის გამოც დაჯარიმდა კიდეც: 

"მოდუსმა" კერძო ტერიტორიაზე უკანონოდ ააშენა კომერციული დანიშნულების შენობა და რამდენჯერმე დაჯარიმდა. საერთო ჯამში 245 000 ლარის ოდენობით.  მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიას არ გაუცია. უკანონო მშენებლობებზე მუნიციპალური ინსპექცია მყისიერად რეაგირებს კანონის ფარგლებში. უფრო მეტიც, პრევენციის მიზნით, თბილისის მერის ინიციატივით, გასული წლის შემოდგომაზე პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებით შემოიღო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომა"- აცხადებს კალაძე. 

ოპოზიციის ინფორმაციით, თბილისის მერიამ რეკრეაციულ ზონაში, კომპანია "მოდუსს", სავაჭრო ცენტრის აშენების უფლება მისცა. მათი მტკიცებით, 2019 წლით თარიღდება, ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებელი იყო, თუმცა ერთი წლის წინ, შენობა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მაინც აშენდა.