ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში #freesaakashvili ბანერი გაშალა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა - ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში #freesaakashvili ბანერი გაშალა. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში "ენმ-ძალა ერთობაშიას" დეპუტატები საქართველოსა და უკრაინის დროშებით მივიდნენ.
საგაზაფხულო სესიის გახსნისას სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა, ახლა კი პოლიტიკური განცხადებებს აკეთებენ.
მანამდე უმწვავესი დაპირისპირება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი განიხილეს, ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, "ქართულმა ოცმნებამ" რეზოლუციის ტექსტში რუსეთი საერთოდა არ ახსენა.