გამორჩეული ბიუჯეტი მივიღეთ - წალენჯიხის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
წალენჯიხის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი მერი ამბობს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ნახტომისებური ზრდა არ მომხდარა და თანხა გადანაწილდა იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ყოველდღიურ მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებენ.
დაგეგმილი იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების 40 პროცენტიანი ზრდა, თუმცა თანამდებობრივი სარგო მხოლოდ 10%-ით გაიზარდა.
წალენჯიხაში არ მოხდა პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების ნახტომისებური ზრდა, იმის ხარჯზე რომ ჩვენი დასუფთავების თანამშრომლებს თუ ბაღის პედაგოგებს 200-300 ლარი აქვთ ხელფასი. ანუ ხელფასების ზრდა მოხდა სამართლიანად, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, სადაც გესმით ოპოზიციის ხმაური, რომ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება ჩინოვნიკებზე“, - თქვაა გია ხარჩილავამ.
ბიუჯეტის პროექტს მხარი "ქართული ოცნების" დეპუტატებმა არ დაუჭირეს, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.