შე მასხარა, შენა! - საგაზაფხულო სესია პარლამენტში ხმაურით დაიწყო

01.02.22 15:19
შე მასხარა, შენა! - საგაზაფხულო სესია პარლამენტში ხმაურით დაიწყო

საგაზაფხულო სესია პარლამენტში ხმაურით დაიწყო. ოპოზიციამ ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა, რომლებიც ხელისუფლების კორუფციულ გარიგებებს, ორხევში დანგრეულ შენობებს და უკრაინის ნხარდამჭერ რეზოლუციას ეხებოდა. 

ხელისუფლების ოპონენტებს კრიტიკა არც "ქართულმა ოცნებამ" დააკლო. მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ ბრალდებების საპასუხოდ ლევან ხაბეიშვილს მისი მერიაში მუშაობის პერიოდი გაახსენა და მას "მასხარა" უწოდა. 

უტიფრობა ნახეთ როგორ გრძელდება. ვინმემ უთხარით, იმ პარტიაში არ ხართ ადექვატური რომელიმე, არ დარჩით? რომ პრემიერის გადაწყვეტილებით, გაზრდილი ტარიფი შუქზე სუბსიდირებულია მთელი წლის განმავლობაში. ხაბე, მოდი აგერ, მოგცემ, აი, ჯიგარო, აი, შენ რომ მუშაობდი მერიაში, სადაც ხელფასთან ერთად პრემიას, დანამატს იღებდი, შენმა მერმა უგულავამ გადასცა ეს მიწა 366 კვადრატი 580-დან, დიახ, 2010 წელს გაყიდა რეკრეაციული ზონა, შე მასხარა, შენა!, - თქვა ზარქუამ.