"ნაციონალური მოძრაობა" ომის პარტიაა - კობახიძე ოპოზიციას ისევ თავს ესხმის
"ქართული ოცნ ბეის" თვამდჯომარე ირწმუნება, რომ ტექსტი, რომელიც მმართელმა გუნდმა უკრაინის მხარდსაჭერად შედაგინა, ეროვნულ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. ირაკლი კობახიძე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ომის პარტიად მოიხსენიებს. მისი თქმით, ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიას უკრაინაში ომი სურს.
ეს არის რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ეს არის რეზოლუცია ომის არდაშვებასთან დაკავშრებით. ეს არის მკაფიო პოზიცია, რომელიც ტექსტში არის სათანადოდ ასახული. ტექსტი არის ჩამოყალიბებული ზუსტად ისე, როგორც ეს შეესაბამაება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც თავის დროზე იყო ხელისუფლებაში, მე შეგახსენებთ, რომ მათი ნაბიჯების შედეგი არის ის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას აქვს ჩაბარებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. როგორც ჩანს, ეს არ ყოფნით. ეს არის ომის პარტია. მათ აშკარად სურთ იხილონ ომი უკრაინაში. ეს პირდაპირ გამოსჭვივის მათი საუბრებიდან და მემგონი ესეც აღარ აკმაყოფილებთ და უნდათ, რომ იხილონ ასეთი პროცესები კიდევ ერთხელ საქართველოში. რაც 2008 წელს გააკეთეს მათ საქართველოში, იმას ვეღარ გააკეთებენ იმ მიზეზის გამო, რომ ისინი აღარ არიან დღეს ხელისუფლებაში, - განაცხადა კობახიძემ.
საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა, სადაც დეპუტატები უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციას განიხილავდნენ ცოტა ხნის წინ დასრულდა. "ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტი ისე დაამტკიცა, რომ ოპოზიციის არცერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა.
ოპოზიცია სხდომაზე ალტერნატიული წინადადების დაყენებას ითხოვდა, რომელიც "ქართული ოცნების" რეზოლუციის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ მასში რუსეთი აგრესორად იყო მოხსენიებული.