"ავადმყოფი", "პათოლოგი" - კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის ბანერის გაშლის გამო აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს "ავადმყოფად" და "პოათოლოგად" მოიხსენიებს.
დღეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე მათ გაშალეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სააკაშვილის, ამ პათოლოგიური კაცის, ბანერი. ამით არის ყველაფერი ნათქვამი. მათთვის ქვეყანაც, სახელმწიფოც, სამშობლოც არის ეს ავადმყოფი კაცი და ასეთი პოლიტიკური ძალისგან და ასეთი ადამიანებისგან, ბუნებივია, სიკეთეს არ უნდა ველოდოთ, - თქვა კობახიძე.
ირაკლი კონბახიძის მხრიდან ეს ოპოზიციაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ იყო. დღეს "ოცნების" თავმდჯომარემ "ნაციონალურ მოძრაობსა" ომის პარტია უწოდა.