ანტივაქსერები ღარიბაშვილს მადლობას უხდიან და გამყრელიძისა და იმნაძის მოხსნას ითხოვენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით წახალისებული ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები ახლა უკვე ამირან გამყრელიძის და პაატა იმნაძის მოხსნას მოითხოვენ.
მეტიც, ზვიად ტომარაძე პროკურატურას მიმართავს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ:
ამ შემთხვევაში ჯანდაცვის მინისტრის აზრი ჩვენ აზრს დაემთხვა. ბრძოლამ შედეგი გამოიღო. თავიდანვე ვემბობდით, რომ "მევანე პასპორტები" საქართველოში არ იმუშავებდა და ეს დისკრიმინაცია იყო. გათავისუფლდნენ თანამდებობიდან როგორც ამირან გამყრელიძე, ასევე პაატა იმნაძე. პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ეკატერინე ტიკარაძის განცხადებითაც, როდესაც მან თქვა, რომ კორონათი კი არ გარდაიცვალა ბევრი ადამიანი, არამედ იყო კლინიკები, სადაც ლეტალობა 15% იყო, და კლინიკები, სადაც ეს მაჩვენებელინ 2% იყოო. ანუ არაკეთილსინდისიერად ხდებოდა ადამიანების მკურნალობაო. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერია"- თქვა ტომარაძემ.
ე.წ. მწვანე პასპორტის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით გახარებულია ხატია სიჭინავაც. მისი თქმით, "პრემიერმა მოსახლეობის 70%-ის სურვილი გაითვალისწინა":
ძალიან გახარებული ვარ, ადამიანების დაყოფის წინააღმდეგი ყოველთვის ვიყავი. 'მევანე პასპორტი" სურათს არ ცვლიდა. მრავალრიცხოვანმა აქციებმა, როცა ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დაანახა რომ 70%-ს წარმოვადგენთ, პრემიერმა მოსახლეობის 70%-ის სურვილი გაითვალისწინა. ამით კი დიდი პლიუსი დაიწერა, თუმცა ეს კარგ პრემიერობას არ ნიშნავს" - განაცხადა ხატია სიჭინავამ.
მწვანე პასპორტები გაუქმდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ მსოფლიო პრაქტიკით ახსნა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგები არ ეთანხმებიან.
ამირან გამყრელიძე პირდაპირ ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა როგორც ჩანს, მას პრემიერი უკვე აღარ უსმენს.
ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია და "მწვანე პასპორტების" საჭიროებას ვეღარ ხედვას, თუმცა რატომ ამაზე პასუხი არ აქვთ. ხელისუფლებას ვერც იმას ამბობს, ახალისებენ თუ არა ამ გადაწყვეტილებით, ე.წ. ანტივაქსერებს. მაშინ როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 42 %-ია აცრილი.