რადაში გაშალეს სხვადასხვა ქვეყნის დროშა, ტრიბუნაზე არ არის საქართველოს დროშა - დეკანოიძე

01.02.22 17:54
რადაში გაშალეს სხვადასხვა ქვეყნის დროშა, ტრიბუნაზე არ არის საქართველოს დროშა - დეკანოიძე

რადაში, პრეზიდენტს ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებმა ყველა იმ ქვეყნის დროშა გამოფინეს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, თუმცა მათ შორის არ იყო საქართველოს დროშა.  ინფორმაცია და ფოტო ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან  გაავრცელა.  

პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლის შემდგ, მთელი უკრაინის დეპუტაცია გამოვიდა ტრიბუნასთან, გაშალეს სხვადასხვა ქვეყნის დროშები, მათ შორის, აშშ-ს, ბრიტანეთის და იცით, რომ უკრაინა ბრიტანეთი და პოლონეთი ახალ ალაინსს აფუძნებენ. აქ არის კანადის, ევროკავშირის, თურქეთის, ყველა იმ სახელმწიფოს დროშები, ვინც მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ტრიბუნაზე არ არის საქართველოს დროშა გაშლილი. საქართველოს დროშა, რომელიც ერთ ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორი უნდა იყოს უკრაინისთვის" - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

უკრაინის პრეზიდენტი  ვოლოდიმერ ზელინსკი  რადაში სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, უკრაინა მადლობელია საერთაშორისო პარტნიორებისა და მოკავშირეების, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერენ. 

სესიის დასასრულს უკრაინელმა დეპუტატებმა დარბაზში მოკავშირეების დროშები გამოფინეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.