ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, გული მეტკინა - დეგნანი ანაკლიაზე

01.02.22 18:01
ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, გული მეტკინა - დეგნანი ანაკლიაზე

"ფოთის შემდეგ ანაკლიის მოსანახულებლად ჩავედი, გული მეტიკნა. პროექტი გეგმის მიხედვით რომ გაგრძელებულიყო, წელს უკვე გემები უნდა შესულიყვნენ ამ პორტში და ის ღია უნდა ყოფილიყო" - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (EPRC) კონფერენციაზე Sharks, Herrings and Mermaids of the Black Sea ისაუბრა.

დიმპლომატის შეფასებით, იმის გამო, რომ ანაკლიის პორტი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებში გაეხვა, ამან ხელი შეუშალა საქართველოს მეტი შეეთავაზებინა რეგიონისთვის. 

ვფიქრობ, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონი ხდება უფრო ღია. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა რეგიონისთვის შექმნა შესაძლებლობა ერთობლივი მუშაობის. ვხედავთ, რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტით, როგორც, იმედია, ფოთთან და ბათუმთან ერთად ერთ დღეს ანაკლია იქნება. საქართველოს მართლაც ექნებოდა შესაძლებლობა ბევრი შეეთავაზებინა რეგიონისთვის. ახლა საქართველოს აქვს გეგმები მხოლოდ ქაღალდზე. თუ ინვესტორები შემოვლენ საქართველოში, მათ უნდა დაინახონ, რომ ხელისუფლება 100%-ით უჭერს მხარს ამ პროექტს." - თქვა დეგნანმა.