ხალხი საქართველოდან გარბის - ქვეყანა EU-ში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულშია

01.02.22 20:14
ხალხი საქართველოდან გარბის - ქვეყანა EU-ში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულშია

საქართველო EU-ში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულშია - საგანგაშო მონაცემები ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტომ გამოაქვეყნა. 

რუსეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელორუსიდან უფრო ნაკლები ადამიანი ეძებს შველას ევროკავშირში ვიდრე საქართველოდან.

მაისის თვესთან შედარებით შემოდგომაზე გაათმაგდა საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც ევროკავშირის ქვეყნებს, თავშესაფრის თხოვნით მიმართა, ეს დროში არჩევნებს ემთხვევა. 

უვიზო მიმოსვლით ვინც ვერ მოხვდა ევროპაში ტყე-ტყე გადაიპარა. სიაში საქართველოს ის მოქალაქეები არიან, ვისაც ერთხელ ევროკავშირმა თავშესაფარზე უარი უთხრა და განმეორებით მიმართეს.

ხელისუფლება ამბობს, რომ მონაცემები ჟურნალისტებმა გააზვიადეს. ოცნება ამტკიცებს, რომ  ხალხი ქვეყნიდან არ გარბის.

დოკუმენტებში კი სულ სხვა მონაცემები წერია - ირკვევა, რომ საქართველოდან ევროპის ქვეყნებში იმაზე მეტი ხალხი ითხოვს თავშესაფარს, ვიდრე ღარიბი აფრიკული სახელმწიფოები.

მხოლოდ გასული წლის ნოემბერში 1700-ამდე ადამიანმა სთხოვა ევროკავშირს თავშესაფარი. 

 

საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრით დაკმაყოფილების მაჩვენებელი ერთ-ერთი დაბალია (3%).