სოლიდარობა მეგობარ ქვეყანას - პარლამენტთან შეგიძლიათ უკრაინა-საქართველოს დროშებზე ხელი მოაწეროთ
მხარდაჭერა უკრაიბელ ხალხს - ხვალ საკანონმდებლო ორგანოს წინ, უკრაინის დროშებს გამოიტანენ და მსურველებს სოლიდარობის ნიშნად მასზე ხელის მოწერა შეეძლებათ.
ინიციატივა "დროას" ეკუთვნის:
ხვალ 12-საათიდან 3 საათამდე რუსთაველზე პარლამენტის წინ გამოვიტანთ საქართველოს და უკრაინის დროშებს, თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ მოაწეროთ ხელი უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად და ამ დროშას ჩვენ წავიღებთ კიევში და გადავცემთ რადას წევრებს. საშუალება გექნებათ ამ სახით გაუგზავნოთ მხარდაჭერა უკრაინელებს და დააფიქსიროთ საქართველოს პოზიცია ხვალ 12-დან 3 საათამდე პარლამენტის წინ" - წერს ხოშტარია.