"მწვანე პასპორტი" გაუქმებულია - ბიზნესის ნაწილი მთავრობის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება
მთავრობის გადაწყვეტილებას, ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით, ბიზნესსფეროში აზრთასხვადასხვაობა მოჰყვა. ნაწილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მისაღებია, რადგან პასპორტის მოთხოვნის გარეშე მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება.
რესტორნებისა და კაფე-ბარების ნაწილი კი აღნიშნავს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან და ვიზიტორებს ე.წ. მწვანე პასპორტებს მაინც მოთხოვენ.
ასეთია დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთი დაწესებულაბა - კაფე "ლეილა", სადაც "მწვანე პასპორტის" წარდგენა აუცილებელია.