ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა

06.04.21 11:42
ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა. საბჭოს ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. 

განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები, თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი. დადგენილებას ქვეყნის განვითარებისA და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.