"კიბეზე ვუყურებთ სექსს“ - რუსთაველზე იტალიურ ეზოში, სასტუმროს სავარაუდოდ, პროსტიტუციისთვის იყენებენ
თბილისის შუაგული დაპირისპირების ეპიცენტრია - რუსთაველის გამზირზე ადგილობრივების პროტესტმა იფეთქა. პარლამენტიდან რამდენიმე მეტრში მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ტერიტორიას ბარის მფლობელები სავარაუდოდ, პროსტიტუციისთვის იყენებენ.
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ყოველღამე ხმაურია და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების გამოძახება უწევთ, მაგრამ პოლიცია არ რეაგირებს. სასტუმრო "ძველი თბილისი" და "მეფეების კლუბი" არაბ ბიზნესმენს ეკუთვნის. მათი მტკიცებით, ისინი პროსტიტუციის ბიზნესით არ არიან დაკავებულები და სარესტორნო ბიზნეს საქმიანობას ეწევიან.
"ბავშვი ბაღში რომ მიმყავს, კიბეზე ვუყურებთ სექსს“ - აცხადებენ ადგილობრივები.
„დილის 4 საათიდან იწყება ყველაფერი საოცარი“ - ამბობს კიდევ ადგილობრივი.