სალომე სამადაშვილი პარტია "ლელოს" შეუერთდა და პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი პარტია "ლელოს" შეუერთდა და პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა. ამის შესახებ "ლელოს" ლიდერებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.
თავის მხრივ სამადაშვილმა ის ღირებულებები ჩამოთვალა, რის გამოც ის "ლელოს" გუნდის წევრი გახდა.
პოლიტიკაში ჩვენ ვართ გარკვეული ღირებულებებისთვის. პირველი ეს ღირებულება ჩემთვის არის ჩემი ქვეყანა და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ არის პატრიოტების გაერთიანება და ამიტომ მიმჩნია მათთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვნად. მეორე მტავარი ღირებულება ჩემთვის პოლიტიკურ საქმიანობაშ ჩემთვსი არის თავისუფლების დაცვა. იმ თავისუფლების, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაშ კიდევ ერთხელ სერიოზული საფრთხე ემუქრება., პოლიტიკური გაერთაინება „ლელო“ არის თავისუფლებისთვსი გაერთიანება, თავისუფალი ადამიანების გაერთიანება და ამით არის ჩემთვსი საინტერესო. მესამე მნიშვნელოვანი გამოწვევა რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის წარმატების შექმნა საქართველოს ყველა მოქალაქისთის. „ლელო“ ეს არის ის პოლიტიკური გაერთიანებარომელსაც აქვს უამრავი იდეა იმისთვის, რომ საქარტელოს ყველა მოქალაქე გახდეს წარმატებული, - განაცხადა სამადაშვილმა.
დღემდე სამადაშვილი საპარლამენტო ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე იყო.