მოსახლობა სიკვდილის პირისპირ - ბათუმში, სახლი, სადაც 46 ოჯახი ცხოვრობს, ყოველდღე ინგრევა

02.02.22 12:02
მოსახლობა სიკვდილის პირისპირ - ბათუმში, სახლი, სადაც 46 ოჯახი ცხოვრობს, ყოველდღე ინგრევა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 29 ნომერში მცხოვრები მოსახლობა ამბობს, რომ ხელისუფლებამ სიკვდილის  პირისპირ დატოვა. სახლი, სადაც 46  ოჯახი ცხოვრობს ყოველდღე ინგრევა. ხალხი და ოპოზიცია მერთან შეხვედრას, თუმცა არჩილ ჩიქოვანი ადგილზე არ გამოჩენილა, თუმცა აბუსერიძის ქუჩაზე მივიდნენ სამართალდამცავები, რომელებიც პერიმეტრს აკონტროლებენ. 

რაც შეეხება მერიის სხვა წარმომადგენლებს, მოსახლეობას 2 თანამშრომელი შეხვდა,  მერია აღიარებს, რომ მძიმე პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან, არსებობს 2017 წლის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დგინდება რომ სახლი პრობლემურია, თუმცა მის მოგვარებაზე ამ დრომდე არავინ ზუნავს. 

მერმა მოსახლეობას ექსპერტი გამოუგზავნა, და დაასკვნა, რომ პრობლემის მოგვარება მიშენებების მონგრევაა, თუმცა ადგილობრივების განცხადებით, შენობა მთლიანად ამორტიზებულია.