მინდა გავაფრთხილო ყველა, არ დავუშვებთ კორუფციას! ყველაფერს ვხედავთ! - კალაძე
"მინდა კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ ყველა, რომ ძალიან კრიტიკულები ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ვინმემ არ იფიქროს, რომ რაღაცას არასწორად გავიფიქრებ, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა შესაბამის ორგანოებთან და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია ძირშივე იყოს ამოძირკვული. ამიტომ, კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, თქვენივე სამსახურებში არავინ დაუშვას არაკანონიერება“, - განაცხადა კალაძემ.