ხელმოწერები უკრაინის მხარდასაჭერად - "დროას" ლიდერი დროშებს კიევში ჩაიტანს
"დროას" ლიდერი, რომელიც დღეს საღამოს კიევში მიემგზავრება, პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებს. ელენე ხოშტარიას საკანონმდებლო ორგანოსთან ხელმოსაწერად საქართველოს და უკრაინის დროშები აქვს მიტანილი. ხელმოწერები თბილისის გარდა, კიდევ ხუთ დიდ ქალაქში გროვდება.
ხელმოწერილი დროშებს ელენე ხოშტარია ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად რადას დეპუტატებს გადასცემს. აღნიშნული გადაწყვეტილება "დროას" ლიდერმა მასს შემდეგ მიიღო, რაც უკრაინიას რადაში გუშინ სხვა დროშებთან ერთად საქართველოს დროშა არ ფრიალებდა.
წარმოუდგენელია არ მქონოდა რაღაცა ისტორიული შეცდომის თუ გაუგებრობის განცდა, როდესაც უკრაინის რადაში საქართველოს დროშა არ ფრიალებდა. და როდესაც მთავრობა ამას არ აკეთებს და არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო იყოს აი, ამ საერთო კეთილ მხარეს, ჩვენ, მოქალაქეებმა შეგვიძლია ავიღოთ ინიციატივა. ოპოზიცია ძალიან დიდი შემდგენლობოით მიდის, "ლელოც" , "ნაციონალური მოძრაობაც". ჩვენ გვექნება შეხვედრები რადაში, სადაც მივიტანთ ამ ხელმოწერილ დროშას, - თქვა ელენე ხოშტარიამ.
უკვე რამდენიმე საათია პარლამენტთან უკრაინის მხარდასაჭერად ხელმოწერის მსურველთა ნაკადი არ წყდება.