რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს უკრაინის მხარდაჭერის საკითხში - "ლელოს" ლიდერები ბრიტანეთის ელჩს შეხვდნენ
ოპოზიცია ბრიტანეთის ელჩს შეხვდა - "ლელოს" ლიდერებმა მოლაპარაკებები ბრიტანეთის საელჩოში უკრაინაში პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ვიზიტის პარალელურად გამართეს.
ოპოზიციას დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა უმასპინძლა. საუბრის თემა უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესები იყო.
ვისუაბრეთ ბრიტანეთის უპრეცენდენტო მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ, ასევე ვისაუბრეთ იმ პროექტზე, რომელიც უკრაინა-დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის შესაძლო ალიანსზე. დავსვით საკითხი, რომ ეს ძალიან საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ საქართველო შეუერთდდეს ამ ინიციატივას. ვიცით, რომ ხვალ იქნება დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საუბრები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხები არის ძალიან აქტუალური და ძალიან საჭირბოროტო ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც უსაფრთხოების, ისე სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხის ძალიან სერიოზულ განხილვაში უნდა ჩავერთოთ"- თქვა "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.
მან "ქართული ოცნების" მიერ მიღებული რეზოლუციაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ მსგავსი დოკუმენტი კიევში არ უდგა გააგზავნოს.
ჩვენ არა ისეთი უსუსური განცხადებები უნდა გავაკეთოთ, ქართული ოცნების საპარლამენტო განცხადება მაქვს მხედველობაში. არამედ ძალიან აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულები უკრაინის საკითხში. რადგან, როგორც გუშინ თქვა ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, საფრთხე ემუქრება არამარტო უკრაინას, არამედ ევროპული არქიტექტურას და ჩვენ ამის ნაწილი ვართ. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც თავისუფელი სამყარო დგას და სადაც ბენი მეგობრები არიან"- დასძინა მამუკა ხაზარაძემ.
ბრიტანეთის საელჩოში ვიზიტის შემდეგ, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი კიევში გაემგზავრებიან. უკრაინის პარლამენტის წევრებთან შეხვედრით ოპოზიციის ლიდერები მეგობარ ქვეყნას მხარდაჭერას გამოუცხადებენ.